გიორგი დოხტურიშვილმა დმანისში საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროექტები მოინახულა

24/08/2022

გიორგი დოხტურიშვილმა დმანისში საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროექტები მოინახულა. აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას და ბარათაშვილის ქუჩებზე არსებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დეტალურად გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და შეუქმნის უკეთეს საცხოვრებელ პირობებს. პროექტი სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და 18 ოქტომბერს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0