გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონის მერებთან შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ქალაქ რუსთავის, გარდაბნის, დმანისის, მარნეულის, ბოლნისის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიმდინარეობისას რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ თემაზე, მათ შორისაა:
ქვემო ქართლის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნის საკითხი. ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნა ერთ-ერთ მთავარ და პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ქვემო ქართლის რეგიონისთვის. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარი მიმართულია ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისა და პოპულაციების კონტროლის უზრუნველსაყოფისაკენ;
ქვემო ქართლის რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელიც სოფლებისა და დაბების დამისამართების რეფორმას ეხება;
მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეხვედრას, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნიკა კობახიძე, ილია ჯალაღანია და კახა კობერიძე ესწრებოდნენ.

Visited 37 times, 1 visit(s) today