გიორგი დოხტურიშვილმა, წალკაში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა

19/08/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტის, „განახლებული რეგიონები“, ფარგლებში წალკაში ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან და წალკის მუნიციპალიტეტის მერთან, ილია საბაძესთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა ადგილზე მოინახულეს. პროექტი მასშტაბურია, მისი ღირებულება 1 694 858 ლარია და სამუშაოები სრულად ფინანსდება პროექტის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში.
ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, მოეწყობა:
1. 2,8 ჰექტარ ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი სივრცეები;
2. ველობილიკი;
3. სკეიდბორდის მოედანი;
4. მინი მოედანი;
5. სატრენაჟორო სივრცეები;
6. ამფითეატრი;
7. საფეხმავლო ბილიკები.
ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ეკოლოგიურად სუფთა გარემო შეემატება წალკის მუნიციპალიტეტს. პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს:

რეგიონში ტურიზმის განვითარებას; ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტი, წალკის, გარდაბნის, ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს და დმანისის მუნიციპალიტეტების მერებმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0