გიორგი ერბოწონაშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს შეხვდა

15/02/2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი, მერის მოადგილეები ალექსი გილაშვილი და პაატა ასრათაშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს ქეთევან მახარაშვილს და სკოლის თანამშრომლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, ქეთევან მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია სკოლის სასწავლო პროგრამების შესახებ, რაც მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: სახელმწიფო ენის სწავლების და საჯარო მმართველობის პროგრამები. შეხვედრის ფარგლებში ისაუბარეს საჯარო მოხელეთა გადამზადების კუთხით არსებული საჭიროებების გამოვლენაზე მათი ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებაზე.
სკოლის დირექტორმა შეხვედრების მონაწილეებს ასევე სკოლის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები, მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0