გიორგი ერბოწონაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

13/11/2017

დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი გიორგი ერბოწონაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. გიორგი ერბოწონაშვილი თანამშრომლებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. „ ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რომ საგარეჯოს მოსახლეობამ ნდობა გამომიცხადა და მომცა უფლება ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მემუშავა. მე ყველა საშუალებას გამოვიყენებ, რომ თითოეული საგარეჯოელის ნდობა გავამართლო და საგარეჯო ერთ-ერთ წარმატებულ მუნიციპალიტეტად ვაქციო საქართველოში.“ განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ერბოწონაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 69,37 %-ით გაიმარჯვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0