გიორგი ვაშაძე ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა

15/07/2016

სამოქალაქო პლატფორმა – ”ახალი საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა. როგორც prof-news პარტიიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი იყო იმ პრობლემების განხილვა, რაც ქუთაისში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ, ასევე რა უნდა გაკეთდეს მათ მოსაგვარებლად და რას სთავაზობს მოძრაობის ლიდერი მხარდამჭერებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძემ მოსახლეობას პრაიმერში მონაწილეობის კანდიდატი ნატო დანელია წარუდგინა. ვაშაძის თქმით, დანელია მზად არის, „ახალი საქართველოს“ სახელით მიიღოს მონაწილეობა პრაიმერში, აქტიურად ჩაებას საარჩევნო საქმიანობაში და იბრძოლოს საბოოლოო გამარჯვებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0