გიორგი ვოლსკი და ისკო დასენი იეზიდების მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარეს შეხვდნენ

28/09/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და ისკო დასენი იეზიდების მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარესა და სხვა წევრებს შეხვდნენ.
კონგრესის წარმომადგენლებმა, ქართველ კანონმდებლებს იეზიდების მსოფლიო კონგრესის დაფუძნებისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. როგორც აღინიშნა, გერმანიაში დაფუძნებული იეზიდების მსოფლიო კონგრესმა, აირჩია კომიტეტი, რომლის წევრსაც საქართველოს პარლამენტის წევრი ისკო დასენი წარმოადგენს.
შეხვედრაზე სტუმრებმა მსოფლიოში იეზიდთა მდგომარეობასა და მათ პრობლემებზე ისაუბრეს. კონგრესის წარმომადგენლებმა ერაყში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზეც გაამახვილეს ყურადღება რასაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0