გიორგი თანიაშვილმა, ახალ ბურღულში და პეტრიაანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, გათვალისწინებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა გრემისხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ქარქუშაანში, ახალ ბურღულში და პეტრიაანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, გათვალისწინებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. სოფელ ქარქუშაანში და ახალ ბურღულში სოფლის დაზიანებული შიდა გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები განხორციელდა. ამჯამად მიმდინარეობს სოფელ პეტრიაანის სასაფლაოსთან მისასვლელი პრობლემური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გიორგი თანიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ სოფლების მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში ექმნებოდა და ამ პრობლემის გადაწყვეტა მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტით მოხდა.
სამუშაობს ასრულებს ინდმეწარმე ალეკო გულიშვილი.

Visited 156 times, 1 visit(s) today