ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის, რეგიონალური საზედამხედველო შპს “მშენ-ექსპერტის“და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა მიმდინარე სამუშაოების ვადები.
Visited 105 times, 1 visit(s) today