გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება

27/09/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს დღეს, 27 სექტემბერს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერები საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ. შეხვედრა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0