გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

01/03/2017

საქართველო არის და იქნება ძალიან სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის აღმოსავლეთის ფლანგზე, რომელიც ევროკავშირის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანისთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ანტონიო ტაიანის ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და იგი საქართველოში მიიწვია.
ევროპარლამენტში გამართული შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0