გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
საუბარი შეეხო ენერგეტიკის სფეროში რეგიონულ პროექტებს, ასევე საქართველოს ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, განავითაროს განახლებადი ენერგიის წყაროები და ამავდროულად, მაქსიმალურად აითვისოს ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი.
შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო-ენერგეტიკულ პროექტებს და საქართველოს განსაკუთრებულ როლს მათი წარმატებით განხორციელების პროცესში.

Visited 136 times, 1 visit(s) today