გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებს, სანდრა კალნიეტეს (ლატვია, EPP) და ანდრეი გრჟიბმას (პოლონეთი, EPP) შეხვდა.
საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნებას და მზაობას, უზრუნველყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემოს შესწავლისა და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს მთავრობამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის სივრცის ქვეყნებში.

Visited 175 times, 1 visit(s) today