გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდება

08/05/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველო-ამერიკის ურთიერთოების შემდგომი გაღრმავებისთვის.

“უაღრესთან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან, გამომდინარე იქედან, რომ ეს ვიზიტი სწორედ მისი მიწვევით შედგა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა იმართება ისეთ ფონზე, როგორიც იყო აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონსოლიდირებულ ბიუჯეტზე ხელმოწერა, სადაც საკანონმდებლო დონეზე პირველად დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ასევე წინ უძღოდა კონგრესმენების მიმართვა ამერიკის პრეზიდენტისადმი. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან კარგ ფონს მოლაპარაკებებისთვის. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ისეთი აქტუალური თემების განსახილველად, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები. ამ მიმართულებით ამერიკის მხარდაჭერა არის გადამწყვეტი. საუბარი შეეხება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრულ ოთხივე მიმართულებას, რომელიც წელს განხორციელდება,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0