გიორგი კვირიკაშვილი იმერეთის რეგიონში ჩავიდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებული იმერეთის რეგიონში ჩავიდა და ვანში არსებულ ვითარებას ეცნობა. სოფელ სულორში სტიქიის შედეგად 50-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
მთავრობის მეთაურის დავალებით, შესაბამისი სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

გიორგი კვირიკაშვილი სტიქიის შემდეგ არსებულ ვითარებას სამეგრელოს რეგიონშიც გაეცნობა. პრემიერთან ერთად ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც იმყოფება .

Visited 191 times, 1 visit(s) today