გიორგი კვირიკაშვილი კომპანია „Microsoft” -ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

28/05/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებთან ურთიერთობის საკითხებში კომპანია „Microsoft” -ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯონფრანკს შეხვდა.
გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს კიბერუსაფრთხოების საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის ელექტრონული მმართველობის განვითარების პროცესს, საჯარო სექტორში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისა და ხელმისაწვდომობის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც, მათი შეფასებით, მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, იმსჯელონ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0