გიორგი კვირიკაშვილი მეშახტეთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში 9 მაისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულ მეშახტეთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
„მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და, ბუნებრივია, ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, შრომის ინსპექცია შექმნილია და, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 194 times, 1 visit(s) today