გიორგი კვირიკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სესიის თბილისში გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ ფაქტს ალიანსის მხარდაჭერის დადასტურებად აფასებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანია.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს, ალიანსის სახელით, რეფორმების პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. პაოლო ალის განცხადებით, საქართველო არის სტაბილურობის კუნძული რეგიონში და ნატო აცნობიერებს, რომ საქართველოს დაცვა, ევროპის დაცვას ნიშნავს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს ასევე მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა

Visited 99 times, 1 visit(s) today