გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ გლობალური მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ გლობალური მოქალაქის, ყოველწლიურ, რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში გაიმართა.
წელს ატლანტიკურმა საბჭომ სამი ლიდერი გამოარჩია, რომელთა განსაკუთრებული მოღვაწეობა ფასდაუდებელი იყო გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებაში.
2016 წლის გლობალური მოქალაქის ჯილდო, იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის (Matteo Renzi) და მუსიკოსს, კომპოზიტორსა და განმანათლებელს, უინტონ მარსელისს გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე კლაუს შვაბი, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის, ბიზნესის, სამხედრო სფეროს, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების 500-მდე მაღალი რანგის წარმომადგენელი დაესწრო.

Visited 159 times, 1 visit(s) today