გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
გიორგი კვირიკაშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.
პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება.
შეხვედრისას ხაზი გაესვა სახელისუფლო ინსტიტუტებს შორის საქმიანი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის საკეთილდღეო გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.

Visited 150 times, 1 visit(s) today