გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კომპანია Adecco Group-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

20/01/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კომპანია Adecco Group-ის (The Adecco Group) აღმასრულებელ დირექტორს, როლფ დორიგს შეხვდა და მას საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო.
აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და ლიბერალური და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს. როლფ დორიგის განცხადებით, საერთაშორისო კომპანია მზადაა დაეხმაროს საქართველოს განათლების სექტორის განვითარებაში თავისი გამოცდილების გაზიარებითა და ბიზნესუნარების გაუმჯობესების კუთხით.
კომპანია Adecco Group-ი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ბიზნესის პროცესებისა და პერსონალის მართვას უზრუნველყოფს. შვეიცარულ კომპანიას აქვს 5500 ოფისი 60 ქვეყანაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0