გიორგი კვირიკაშვილი სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერს და სენატორ ბენ კარდინს შეხვდა.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რაც წარმატებული თანამშრომლობით არის გამყარებული. გამოითქვა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.
სენატორების თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. აღინიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

Visited 102 times, 1 visit(s) today