გიორგი კვირიკაშვილი ფლორენტინო პერესს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანია ACS ჯგუფის ხელმძღვანელს და მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდა. პრემიერმა ფლორენტინო პერესს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულება სივრცითი მოწყობაა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სივრცითი მოწყობის გეგმა ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გულისხმობს. ACS ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა და მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ფლორენტინო პერესმა, ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში ჩართვის დაინტერესება გამოთქვა. ACS მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც პროექტებს მრავალ ქვეყანაში ახორციელებს. კომპანიის გლობალური წარმომადგენლობები ფუნქციონირებს გერმანიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში და ა.შ. ACS წამყვანი კომპანიაა სამოქალაქო და სამრეწველო კონსტრუქციების, სერვისებისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით.

Visited 134 times, 1 visit(s) today