გიორგი კვირიკაშვილი Al-Bawani Group-ის აღმასრულებელ დირექტორს, ფახერ ალ შავაფს შეხვდა

03/10/2017

ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს, ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Al-Bawani Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფახერ ალ შავაფი ეცნობა.
Al-Bawani Group-ი, რომელსაც საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. ჯგუფის წამყვანი სფერო მშენებლობაა. Al-Bawani Group-ი ძირითადად სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობს და საუდის არაბეთის სამეფოს რამდენიმე სამინისტროსა და უმსხვილესი კომპანიის კონტრაქტორია. ჯგუფი აშენებს სავაჭრო ცენტრებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, სამხედრო დანიშნულების ობიექტებს, ასევე, მონაწილეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჯგუფის ბრუნვამ 1.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0