გიორგი კვირიკაშვილი BP–ის რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა

02/05/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია “ბრითიშპეტროლიუმის” (BP) რეგიონულ პრეზიდენტს, გარი ჯონსს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთების მოდერნიზაციის საკითხებს და „შაჰ დენიზის” მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს. ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტზე (SCPX). პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტის უდიდეს მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის – სამხრეთკავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მიზანია მილსადენის გამტარიანობის გაზრდა და წელიწადში დამატებითი 16მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში მდებარე „შაჰ დენიზ 2″-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებამდე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ BP-ს საქართველოსთან 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და იგი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, BP-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0