გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ქართული ღვინოები დააგემოვნეს

14/07/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგს და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. შეხვედრის დაწყებამდე, გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ქართული ღვინოები დააგემოვნეს და ქართული ღვინის უძველესი კულტურის შესახებ ისაუბრეს. სამუშაო სადილი ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციის- “საქართველოს ევროპული გზა”, ფარგლებში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0