გიორგი კვირიკაშვილმა დავით სერგეენკოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევა მიულოცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევა მიულოცა.

„ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა – ჩვენი კოლეგა, დავით სერგეენკო აირჩიეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. მინდა, მივულოცო ბატონ დავითს და მთლიანად მინისტრთა კაბინეტს ეს ძალიან დიდი წარმატება!“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

Visited 107 times, 1 visit(s) today