გიორგი კვირიკაშვილმა მადლენ ოლბრაიტს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა

13/06/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარეს, მადლენ ოლბრაიტს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, არ არსებობს დიდი ან მცირე სახელმწიფოები და რომ საქართველო, თავისი მცირე ზომის მიუხედავად, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით ამერიკის დიდი პარტნიორია. სამუშაო ვახშამს NDI-ის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0