გიორგი კვირიკაშვილმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დეპარტამენტი დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დასავლეთ საქართველოში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით დაკომპლექტებული დეპარტამენტი ფუნქციონირებს, – რეგიონული დეპარტამენტის საერთაშორისო სტანდარტების შენობა ქუთაისში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. ლაბორატორია 100-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობაში განთავსებულია სასამართლო ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური ექსპერტიზის, სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილებები. დეპარტამენტში 41 ადამიანია დასაქმებული.

Visited 124 times, 1 visit(s) today