გიორგი ლილუაშვილმა ხონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

06/07/2017

ხონისა და ვანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის რეგიონალური განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ლილუაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
დეპუტატი იმყოფებოდა ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელის რეაბილიტაციაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 66 277 ლარით ფინანსდება. სარემონტო სამუშაოები 5 ივნისს დაიწყო და აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ხონის ა(ა)იპ ხონის სამხატვრო სკოლაშიც, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 65 490 ლარით დაფინანსდა.
დეპუტატმა დღესვე მოინახულა ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტები, სოციალური სამრეცხაო და მე-4 საბავშვო ბაღის ახლადრეაბილიტირებული ოთახები. ესტუმრა დევნილთა დასახლებას და დასახლებაში განახლებულ სპორტულ დარბაზს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0