გიორგი მარგველაშვილი “ამბასადორიალი 2017”-ის მონაწილეებს შეხვდა

18/07/2017

“ამბასადორიალი 2017”-ის ფარგლებში გაიმართა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების სამუშაო ხასიათის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, გაწეულ საქმიანობას და სამომავლო ამოცანებს.
შეხვედაზე მიმოიხილეს არსებული საერთაშორისო გარემო და გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.
გიორგი მარგველაშვილმა მიმოიხილა საქართველოს ევროპული და ევროატლანტკური ინტეგრაცია, ამ კუთხით მიღწეული წარმატებები, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი საკითხები, საქართველოს ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან.
პრეზიდენტმა ელჩებს გაუზიარა საკუთარი ხედვა გლობალურ და რეგიონალურ კონტექსტში საქართველოს როლსა და შესაძლებლობებზე. ​
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ​

Tweet about this on TwitterShare on Facebook0