გიორგი მარგველაშვილი გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა

20/03/2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კრიზისებისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტთან, გენერალ სერ გარი ჯონსონთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, გამოწვევები და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მდგომარეობა განიხილა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ გაზრდილი უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა არ შეესაბამება გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო და სამთავრობო ცვლილებების შედეგად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ნაკლებად ადეკვატურია, ვიდრე ის აქამდე იყო და ამ ვითარებას გამოსწორება სჭირდება.
მნიშვნელოვანია, საქართველოს პარტნიორების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ჩართულობა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის განვითარებასა და დახვეწაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0