გიორგი მარგველაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიის სენატის თავმჯდომარეს პიეტრო გრასოს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიის სენატის თავმჯდომარეს პიეტრო გრასოს შეხვდა.
საქართველო – იტალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი ძალიან აფასებს იტალიის პარლამენტართა მხარდაჭერას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და საჭიროა ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება. შეხვედრისას ხაზი გაესვა თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში და აღინიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აქტიურობა და პროექტების მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც რომსა და მილანში ქართული წიგნის კუთხე და სამკითხველო ადგილები გაიხსნა.
შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილს სენატის თავმჯდომარემ ჯუსტინიანის სასახლეში “კონსტიტუციის დარბაზი” დაათვალიერებინა, სადაც ხელი მოეწერა იტალიის კონსტიტუციას

Visited 165 times, 1 visit(s) today