გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა.
საზაფხულო სკოლას, რომლის ორგანიზატორი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაა, 10 წელი შეუსრულდა და იგი კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლებას ემსახურება.
საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დინამიკური საკონსტიტუციო რეფორმა მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, კონსტიტუცია, არამხოლოდ იურიდიული, არამედ პოლიტიკურ-ფილოსოფიური დოკუმენტია, რომლის ძირითადი ნაწილი საზოგადოებასთან უნდა შეთანხმდეს. ამიტომ კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტები საკონსტიტუციო ცვლილებებში სოციალური სახელმწიფოს სტატუსით, პრეზიდენტის არჩევის წესით, საარჩევნო სისტემით, ოჯახის დეფინიციისა და განათლების საკითხების ასახვით დაინტერესდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საზაფხულო სკოლის იდეის ავტორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებს საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია გადასცა.

Visited 169 times, 1 visit(s) today