გიორგი მარგველაშვილი მოლდოვას პრემიერ-მინისტრს შეხვდა

29/11/2017

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის საკითხები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოლდოვას პრემიერმინისტრთან პაველ ფილიპოვთან შეხვედრაზე განიხილა.
მოლდოვას პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პაველ ფილიპოვს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო ასევე მხარს უჭერს მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
მხარეებმა შეხვედრისას საქართველო-მოლდოვას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მიმართულებით მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
მოლდოვას პრემიერს, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოს პრეზიდენტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან, მავთულხლართების გავლების პროცესთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და აღინიშნა, რომ 2017 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, მოლდოვასთან სავაჭრო ბრუნვის 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში მერაბ ანთაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0