გიორგი მარგველაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს შეხვდა

16/03/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუჟანოვიჩს შეხვდა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და მონტენეგროს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა.
გიორგი მარგველაშვილმა ფილიპ ვუჟანოვიჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა მონტენეგროელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგის ფხალაძე და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0