გიორგი მარგველაშვილი მუსლიმანებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

01/09/2017

ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს თანადგომის, მშვიდობისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს.
საქართველოს მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.
ჩვენი წინაპრები ერთად, მხარდამხარ აშენებდნენ ჩვენს ქვეყანას, ქმნიდნენ მის ისტორიას და ეს მომავალშიც ასე იქნება.
ვუერთდები ზეიმს და თქვენს ოჯახებთან ერთად გისურვებთ წარმატებასა და კეთილდღეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0