გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

19/10/2017

გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის, პოლონეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერაში.
როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია არამარტო პოლონეთისათვის, არამედ ევროკავშირისა და ნატოსთვის.
მინისტრმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისათვის განიხილება სამომავლო ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის და გამოთქვა იმედი, რომ ამ კუთხით სამიტი საქართველოსათვის წარმატებული იქნება და ყოველი სამიტი კიდევ უფრო მეტად დაახლოვებს საქართველოს ევროკავშირთან.
ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ მიულოცა საქართველოს ის პროგრესი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეს, უვიზო მიმოსვლას გულისხმობს.
მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ევროკავშირის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევისა, იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დიდი მონდომებითა და სწრაფი ტემპებით შეძლებს თავისი მიზნის მიღწევას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
მხარეებმა შეხვედრისას საქარათველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების შესახებ ისაუბრეს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ ბელორუსში სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, რომელიც მრავალი საფრთხის შემცვლელია საერთო უსაფრთხოებისათვის.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოს მომავალ სამიტზე აუცილებლად იქნება განხილული რუსეთის ქმედებები და სამხედრო წვრთნები, შეფასებული იქნება საფრთხეები.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას და აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ როლს თამაშობს რეგიონში, როგორც აზია- ევროპას შორის გზაგასაყარი და დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც მრავალ შესაძლებლობას უხსნის თავის პარტნიორებს ვაჭრობის, ენერგეტიკისა და საერთო უსაფრთხოების კუთხით.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წელი, მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნებისათვის – ქვეყნებისათვის, რომლებმაც თავი დააღწიეს რუსეთის იმპერიას და მოიპოვეს დამოუკიდებლობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთად დგომითა და მხარდაჭერით გავაძლიეროთ ერთმანეთი და არ დავუშვათ რუსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის შელახვის პრეცედენტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0