გიორგი მარგველაშვილი საქართველოში წმინდა საყდრის ახლადდანიშნულ დესპანს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოში წმინდა საყდრის ახლადდანიშნულმა დესპანმა ხოსე აველინო ბატენკურმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ხოსე აველინო ბატენკურთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ვატიკანის სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში წმინდა საყდრის ახალ დესპანს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Visited 215 times, 1 visit(s) today