გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

29/11/2017

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა მეზობელ სახელმწიფოებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ახლადდანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
შეხვედრისას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ოფიციალურ ვიზიტზეც ისაუბრეს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს არის დაგეგმილი. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0