გიორგი მარგველაშვილმა გრასას მონასტერში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო დაათვალიერა

03/10/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიაში, ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, პორტუგალიური უძველესი ხელოვნების მუზეუმი და გრასას მამათა მონასტერი დაათვალიერა.
უძველესი ხელოვნების მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტს მუზეუმის დირექტორმა ანტონიო ფილიპე პიმენტალმა უმასპინძლა და პორტუგალიური ხელოვნების უძველესი ნიმუშები გააცნო.
გრასას მონასტერში საქართველოს პრეზიდენტს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მონასტრის წინამძღვარმა ჟორჟ დიაშმა უმასპინძლა.
ლისაბონის გრასას მონასტერში, წმინდა ქეთევან დედოფლის მარტვილობის ამსახველი გრაფიკული გამოსახულებაა დაცული, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების დახმარებით კომპლექსური რესტავრაცია ჩაუტარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0