გიორგი მარგველაშვილმა და მაიკ პენსმა უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს

01/08/2017

გიორგი მარგველაშვილმა და მაიკ პენსმა მრავალეროვან სწავლებაში მონაწილე სამხედროებთან შეხვედრამდე შერეულ საავიაციო ბაზაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული და სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს საქართველოს შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო სწავლების “ღირსეული პარტნიორი 2017”-ის მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შეხვდნენ და სიტყვით მიმართეს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0