გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ქუთაისში, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისიებებში მიიღეს მონაწილეობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს ქუთაისში, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისიებებში მიიღეს მონაწილეობა.
გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რევაზ რობაქიძემ უმასპინძლა.
ქვეყნის პირველი პირი შეუერთდა ქუთაისელი სპორტის მოყვარულების მიერ სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციას ,,თეთრი ფურცლი”, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპორტის პოპულარიზაციის მიზნით აღინიშნება სლოგანით ,,სპორტი მშვილობისა და განვითარებისათვის” .
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სპორტსმენებთან და აქციაში მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

Visited 183 times, 1 visit(s) today