გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს ქალაქ ქუთაისში უმასპინძლა

02/11/2017

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდისა და მისი მეუღლის გეორგ-რენე მაქსიმოვსკის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით ქუთაისში მეგობრული სადილი გაიმართა.
ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტმა სათაფლიას ეროვნული ნაკრძალი დაათვალიერეს და ესტონელ დელეგაციასთან ერთად ერთერთ ისტორიულ შენობაში ღვინის დეგუსტაციას დაესწრნენ.
ესტონელმა სტუმრებმა ქართული ქვევრის ღვინო დააგემოვნეს და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერები მოისმინეს. საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა. ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0