გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთში სამუშაო ვიზიტიც შეაჯამა

23/06/2018

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ჩვენს ესტონელ მეგობრებთან ერთად, რომლებიც არიან ჩვენი დიდი გულშემატკივრები და ქართული საკითხის ძალიან აქტიურად წამომწევი საერთაშორისო არენაზე, მათთან ერთად გვეზეიმა დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავი. ეს ის თარიღია, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ 26 მაისს ასევე ჩვენს მეგობრებთან ერთად. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეხვედრები ერთი მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ერებს შორის ურთიერთობებს აღრმავებს, მაგრამ აგრეთვე გვაძლევს შესაძლებლობებს, რომ ჩვენ კოლეგა პრეზიდენტებთან ვისაუბროთ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს, შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, იქნება ეს ევროკავშირის თუ ნატოს მიმართულებით. ასე რომ, როგორც ემოციურად სასიამოვნო შეხვედრებია, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვზეიმობთ, ასევე ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის წინ წაწევის თვალსაზრისით,” –გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთში სამუშაო ვიზიტიც შეაჯამა, რომლის ფარგლებში მას მოლაპარაკებები ესტონეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა. განსახილველ საკითხებს შორის მთავარი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ნატოს დაგეგმილი სამიტი იყო. ბრიუსელის სამიტი იყო მთავარი თემა ტარტუში შეკრებილი სახელმწიფოების მეთაურებთან კომუნიკაციისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0