გიორგი მარგველაშვილმა მაიკ პენსს საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით მიმართა

01/08/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინიციატივით მიმართა ამერიკის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს.
აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0