გიორგი მარგველაშვილმა ნატოს ბრიუსელის სამიტში მონაწილე ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელგიის, როგორც მასპინძელი ქვეყნის მიერ ნატოს ბრიუსელის სამიტში მონაწილე ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს სამიტში მონაწილე წევრი და პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელებთან ერთობლივი ფოტო გადაიღო და ბრიუსელში, სენკანტენერის მოედანზე საგანგებოდ დადგმულ პერფორმანსს დაესწრო.
დღესვე გაიმართა ნატოს ბრიუსელის სამიტში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების სამუშაო სადილი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ელჩი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდნენ.

Visited 211 times, 1 visit(s) today