გიორგი მარგველაშვილმა პატივი მიაგო ავღანეთში, თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატივი მიაგო ავღანეთში, თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნას, რომელიც დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს.
გიორგი მარგველაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებს და აღნიშნა რომ სერჟანტი გლობალური უსაფრთხოების დაცვისას საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში დაიღუპა.
“ვუსამძიმრებ მის ოჯახს, თანამებრძოლებს, ქართულ შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად ჩვენს ხალხს ასეთი ვაჟკაცის დაღუპვას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდნენ პრემიერმინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს გენშტაბის წარმომადგენლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში და ნატო-ს სამეკავშირო ოფისის ხელმძღვანელმა.

Visited 143 times, 1 visit(s) today