გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა

20/02/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბერლინის კლინიკიდან დაბრუნებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოში მოინახულა. საქართველოს პრეზიდნტმა, ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და პოლიტიკურ მდივანთან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად, საქართველოს პატრიარქს სამშობლოში დაბრუნება მიულოცა და სრულად გამოჯანმრთელება უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0