გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის ელჩი მიიღო

28/11/2017

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საფრანგეთის ელჩთან პასკალ მენიესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველო – საფრანგეთის ორმხრივი თანამშრომლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0